საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40371

ფაქტი 40371

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ვეისენგოფი, რომელმაც საბჭოს წევრებს მოუწოდა, რომ 600 თუმანი გადაენახათ ავჭალის არხის გამაგრებისთვის და „მაშინის“ გასათბობად თანხის დაზოგვის მიზნით ქვანახშირის ნაცვლად მაზუთი გამოეყენებინათ. საბჭომ გაითვალისწინა მისი მოსაზრება თანხის გადანახვასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიას დაავალა გამოერკვიათ მაზუთით უფრო მომგებიანი იქნებოდა „მაშინის“ გათბობა თუ ნახშირით.

წელი:
1888
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 17 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40371; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .