საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41251

ფაქტი 41251

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტი გ. სვანიძე იუწყება, რომ სტუდენტთა კავშირის გამგეობამ პროფესორთა საბჭოს თანხმობით გადაწყვიტა, 26 იანვარს მთელ საქართველოში აღენიშნათ უნივერსიტეტის გახნის დღე და მოეწყოთ სადღესასწაულო საღამოები. ქუჩებში უნდა გაყიდულიყო საგანგებულოდ გამოცემული გაზეთი და ყულაბებით შეგროვებულიყო ფული ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1920 | 13 იანვარი*

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41251; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .