საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41259

ფაქტი 41259

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ღვინის სარდაფ „ალაზნის“ მფლობელმა ს. დ. ანდრონიკაშვილმა გავრცელებული ხმების აღმოსაფხვრელად, თითქოსდა თბილისში ყველა სარდაფის ღვინოებს ქიმიურ დანამატებს ურევდნენ, ღვინის ქიმიურად გასასინჯად მოიწვია ექიმები ჰენრიხ სტრუვე და გიორგი ალიბეგოვი. მათ დაადასტურეს, რომ „ალაზნის“ ღვინო არ შეიცავდა ქიმიურ დანამატებს და ბუნებრივად სუფთა იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41259; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .