საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41321

ფაქტი 41321

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, გეპშტეინის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 3 ივლისის დადგენილება მელიქ-აზარიანცის სახლში რადომსკის ბინის დანდუროვისათვის რეკვიზიციის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41321; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .