საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41418

ფაქტი 41418

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე გამოთქვეს მოსაზრება, რადგან სამუსიკო სკოლის საქმე კარგად წარიმართა, აღარ დაეფინანსებინათ სკოლის 6 მოსწავლე 326 მანეთით. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიხანოვმა საბჭოს განუმარტა, რომ აღნიშნული თანხით არა სამუსიკო სკოლას ეხმარებოდნენ, არამედ 6 ღარიბ მოსწავლეს აძლევდნენ საშუალებას ესწავლათ სკოლაში, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ შესაფერის ადგილას დასაქმდებოდნენ. საბჭომ გაითვალისწინა ალიხანოვის მოსაზრება და გააგრძელა ღარიბი მოსწავლეების დაფინანსება.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 17 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41418; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .