საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41431

ფაქტი 41431

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ივანენკო, რომელმაც განაცხადა, რომ სპარსული წესით ქუჩების დაგება ძალიან ძვირი ჯდებოდა და თან მალევე ფუჭდებოდა, ამიტომ სხვა რამით უნდა ჩაენაცვლებინათ. ივანენკოს გამოეხმაურა სტანისლავ ვეისენგოფი, რომლის აზრით, უკეთესი მასალა უფრო ძვირი დაჯდებოდა და სჯობდა ერთი ზომის ქვა დაეგოთ ქუჩებში, რომელსაც ეტლის თვლები ვეღარ გააფუჭებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41431; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .