საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41563

ფაქტი 41563

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია პროექტი, რომელიც ეხებოდა ამიერკავკასიაში სამიწათმოქმედო სკოლის გახსნას. სიტოვსკის თქმით, ამიერკავკასიაში მსხვილი და საშუალო მიწათმოქმედები რუსეთის სხვა გუბერნიებიდან იწერდნენ მებაღეებსა და მეფუტკრეებს, ხოლო თურქეთიდან – თამბაქოს კულტურის მუშაკებს. უცხოელი სპეციალისტები რთულად ეგუებოდნენ ადგილობრივ კლიმატს, მათი გამოწერა დიდ ხარჯებს მოითხოვდა, იკარგებოდა დრო. ამიტომ სიტოვსკის აზრით, მიზანშეწონილი იყო, გაეხსნათ ამიერკავკასიაში სკოლა, სადაც მსხვილ და საშუალო მიწათმოქმედების საქმეთა მმართველებს აღზრდიდნენ.

წელი:
1869
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Кавказский календарь на 1870 год | 1869

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41563; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .