საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41950

ფაქტი 41950

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას მეან-გინეკოლოგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ა. მ. ფინკელშტეინს – ქლოროფორმის შესახებ მშობიარობის დროს, ვ. მ. კარპოვიჩს – ეკლიამფსიის შესახებ პირველი მშობიარობის დროს, ნ. ნ. უშაკოვს – საშვილოსნოს ეპითელიომის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41950; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .