საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42041

ფაქტი 42041

1888 წლის 26 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1887 წელს თბილისის ოლქის სასამართლომ აქციზის მოხელე მიხეილ პისანკო გაყალბებული საბუთების გამო დამნაშავედ სცნო, აჰყარა რამდენიმე ღირსება და მისი ციმბირში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ დაუმტკიცებია უმაღლეს მთავრობას. დამნაშავე სასამართლოს სთხოვდა, რომ ციმბირში მასთან ერთად თავისი ცოლ-შვილიც გაეგზავნათ, რაზეც სასამართლომ და ასევე მისმა მეუღლემ უარი განუცხადა.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 26 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42041; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .