საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42316

ფაქტი 42316

1866 წლის 18 აგვისტოს გენერალ-მაიორ ჯორჯაძეს ბანაკში ეახლა 17 პირი სოფელ გასიხიდან. ამ 17 პირიდან სამს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „კაიტაღელების არეულობაში”. ჯორჯაძის განკარგულების მიხედვით, ასეთი პირები უნდა დაეკავებინათ. როდესაც ჯორჯაძემ და მისმა მხლებლებმა მათი დაკავება მოინდომეს, ბრალდებულები ცივი იარაღით შეტევაზე გადავიდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ: ჯორჯაძე, სემენოვი, მოროზოვი და მუზიკანტოვი. სამი ბრალდებულიდან ორი მილიციონერებმა მოკლეს. ამ არეულობას შეეწირა 6 უდანაშაულო თანასოფლელიც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42316; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .