საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42746

ფაქტი 42746

1897 წელს ქალაქ თბილისის მომრიგებელმა მოსამართლემ საინტერესო საქმე გაარჩია. დიდზურაბოვი ბრალს დებდა ალელოვს და ამბობდა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა. დიდზურაბოვს ახლდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ დიდზურაბოვმა ეს ყველაფერი დაგეგმა იმისთვის, რომ ალელოვისთვის 500 მანეთი გამოეძალა. მოწმის თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოყვა დიდზურაბოვს მოწმედ, რომ ჩივილის ამბავი უბრალო ხუმრობა ეგონა. ამ ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გაამართლა ალელოვი და დიდზურაბოვის საჩივარი სცნო „უსინდისო საჩივრად“.

წელი:
1897
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1897 l 4 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42746; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .