საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42854

ფაქტი 42854

1866 წლის 11 აგვისტოსთვის თბილისში დანიშნული იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე უნდა აერჩიათ ის პირები, რომლებიც მმართველ/საქალაქო თანამდებობებს დაიკავებდნენ. ორლოვსკიმ ამომრჩევლებს მოუწოდა ზედმიწევნით დაეცვათ ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც თბილისის მაცხოვრებლები 4 უწყებად დაყვეს. ამ ოთხი უწყების წარმომადგენლები ცალ-ცალკე უნდა შეკრებილიყვნენ და ამოერჩიათ ას-ასი კაცი, რომლებიც შემდეგ აირჩევდნენ თანამდებობის პირებს. ორლოვსკიმ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ამორჩეულები სამოქალაქო თანამდებობებზე დანიშნავდნენ პატიოსან, გამოცდილ და საიმედო პირებს.

წელი:
1866
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
დროება, 1866 | 2 დეკემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42854; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .