საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42910

ფაქტი 42910

1897 წელს ოზურგეთის ქალაქისთავს, ნიკოლოზ თავდგირიძეს მოლაპარაკება ჰქონდა უცხოელ ინჟინერთან ნატანებიდან ოზურგეთამდე რკინიგზის გაყვანის თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად ინჟინერი ოზურგეთში ჩამოვიდა და რკინიგზის გაყვანის ხარჯები დაიანგარიშა. მისი თქმით, ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა ნატანებსა და ოზურგეთს შორის 250 000 მანეთი უნდა დამჯდარიყო. ის ფიქრობდა, რომ რკინიგზის გაყვანა ოზურგეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.

წელი:
1897
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1897 l 23 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42910; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .