საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 44976

ფაქტი 44976

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ, ივანე და იოსებ დიმიტრის ძე მატარაძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, სილაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 138 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 44976; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .