საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 44996

ფაქტი 44996

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 224 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 44996; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .