საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45072

ფაქტი 45072

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დავით, მაქსიმე და ალექსანდრე რევაზის ძე დვალიშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ამაღლებაში მდებარე 4 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45072; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .