საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45684

ფაქტი 45684

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ტარიელ გლახუას ძე მოწონელიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის და თურმანიძის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 250 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 12 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45684; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .