საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46357

ფაქტი 46357

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 17 თებერვლის კრებაზე, რომელიც  შავიზღვისპირეთის მიდამოებში მოქალაქეების დასახლებას ეხებოდა თავისი მოსაზრება გამოთქვა იურიევიჩმა. მისი აზრით, ყაზახების ცხოვრების წეს-წყობილება, ჩვეულება და უნარი არ შეესაბამებოდა ასეთ საკულტურო საქმეს. ამიტომ შავი-ზღვის მიდამოებში უნდა მოეწვიათ ქართლელები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდან, სადაც კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა, ხოლო ბერძნები იმ ადგილებიდან - სადაც თამბაქოს მოყვანა იყო გავრცელებული. იურიევიჩს დაეთანხმა ეროპკინი და დაურთო, რომ ამ საქმისთვის რუსების მოწვევაც კარგი ვარიანტი იქნებოდა.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 18 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46357; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .