საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46369

ფაქტი 46369

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46369; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .