საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46378

ფაქტი 46378

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობაში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იუწყებოდა, რომ ციხეში ისხედნენ: ვლად. გაბაშვილი და ელ. სუხომლინოვა, მიხეილ ვარ. წერეთელი, კ. ციციშვილი, ნოდარ ჯანდიერი და თაფლო მენაბდე ერთი და იმავე საქმეზე, ხოლო კაცია (პავლე) მაჭავარიანს, რომელიც კომუნისტებში ჩაეწერა, ქურდობა ბრალდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46378; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .