საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46425

ფაქტი 46425

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა საქალაქო მამულების გაყიდვის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა ხალხის ხელშეწყობა იყო და სჯობდა დაეწყოთ მამულების გაყიდვა და არ დალოდებოდნენ ფასების ზრდას. გარდა ამისა, ქალაქში შენობების მატება და ცარიელი ადგილების შევსება მათთვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1888 | 13 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46425; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .