საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47311

ფაქტი 47311

1897 წლის 27 მაისს ქართველი ხელოსნები თბილისში, კუკიაზე შეიკრიბნენ და თბილისის გამგეობას თხოვნით მიმართეს, დაეთმოთ მათთვის ეს ადგილი იჯარით, რათა საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ. მთხოვნელთა შორის იყვნენ: ტატო ოდიაშვილი, კოსტ. არეშიძე, ვასო მგელაძე, მიხეილ ტარიელაშვილი, ზაქ. ნაბიჭვრიშვილი, მიხეილ სუხაშვილი, გაბო ოდიშვილი, ვანო ბიბილაშვილი, ივანე დოლმაზაშვილი, თედო დოლმაზაშვილი და პეტრე პეტრიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47311; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .