საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47499

ფაქტი 47499

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისში გამწესებულ მაიორ ხაჯაევს ტყვეობიდან გაქცევია პამბაკელი ძმები რაიმ ბეკ და საიდ ბეკ მამა-ალებოვები, რომელთა ხელშეწყობითაც აუმხედრებია ალექსანდრე ბატონიშვილს იმ მხარის თათრები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47499; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .