საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47600

ფაქტი 47600

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) იუწყება, რომ თბილისის ვაჭარ-მრეწველთა დადგენილების თანახად, 1-ლი იანვრიდან გაზეთის გამომცემლობა საგანგებოდ არჩეულმა კომიტეტმა იკისრა. კომიტეტი მიმართავდა თბილისისა და სხვა ქალაქების ვაჭარ-მრეწველთ გამოეწერათ „საქართველო“ ერთი წლით. ხელმოწერები მიიღებოდა გაზეთის რედაქციაში (დამფუძნებელი კრების ქ. N5).

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47600; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .