საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47715

ფაქტი 47715

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის გუბერნატორობისას სოფლების პურის მაღაზიები კარგ პირობებში იყო. ადრე ქართლში სოფლის მაღაზიებისთვის პური გროვდებოდა, თუმცა მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა და შეგროვებული პური ისე იკარგებოდა, სოფელს არაფერი რჩებოდა. გიორგი შარვაშიძემ პურის ამბარდნებს ზედამხედველები დაუნიშნა, რის შედეგადაც სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47715; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .