საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 48904

ფაქტი 48904

1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ივანე ანდრონიკაშვილი წერდა, რომ საქართველოს მევენახეობა კრიზისს განიცდიდა, ვენახის დასამუშავებელი და მოსაწამლი მასალები, იარაღები და მუშახელი გაძვირდა და საშოვნელად გაძნელდა.მევენახეები ხარჯს ვერ აუდიოდნენ. ამასთანავე შემცირდა ღვინის ბაზარიც, რადგან ქვეყანა რუსეთს მოწყვეტილი იყო და მხოლოდ ბაქო-ბათუმზე იყო დამყარებული საზღვარგარეთ ღვინის გატანა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 48904; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .