საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 48925

ფაქტი 48925

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამბარცუმ რომანოზის ძე დოლუხანოვის, ალექსანდრე და ნიკოლოზ ამბარცუმის ძე დოლუხანოვების, სოფიო ამბარცუმის ასულ ხანდამიროვის და ანა ამბარცუმის ასულ დოლუხანოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 48925; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .