საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50145

ფაქტი 50145

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი აზერბაიჯანელ მუსულმანთა წრეებში თვალსაჩინო, გამორჩეულ მწერლად ითვლებოდა. მით უფრო, რომ მეორე ნიჭიერ აზერბაიჯანელ მწერალ ვეზიროვს დიდი ხანია უკვე არაფერი დაუწერია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .