საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50163

ფაქტი 50163

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორმა გამოარჩია მთავარი როლის შემსრულებელი ბუტკევიჩი, ასევე მსახიობები: არღუტინსკაია-კოზლოვსკაია, ნიროვი და პერსიონი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50163; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .