საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50681

ფაქტი 50681

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა პეტრე ანთელავას წერილი რედაქციას. წერილში ანთელავა საბინაო კრიზისის დაძლევის გზებს სთავაზობდა სახელმწიფოს. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიკვიდირებულ იქნა სამხედრო უწყების საკუთრებაში მყოფი უამრავი დაწესებულება. ათასობით რუსი, უკრაინელი, პოლონელი და სხვ. სამშობლოში დაბრუნდა და ათასობით ოთახი გაათავისუფლა. საჭირო იყო ამ ოთახების აღრიცხვა და შემდეგ უბინაო ან შეზღუდულად მცხოვრები მოქალაქეების ამ ოთახებში გადანაწილება.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 19 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .