საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50783

ფაქტი 50783

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, აუცილებელი იყო კეთილსინდისიერი და შეუპოვარი შრომა ყველა მიმართულებით, რაც ბრწყინვალე ეკონომიკურ შედეგებს მოუტანდა საქართველოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50783; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .