საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50786

ფაქტი 50786

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები საქართველოში მშვიდობიანი საქმიანობისათვის ფუნდამენტის ჩასაყრელად მოვიდნენ. მისი აზრით, ეს საქმიანობა უზარმაზარ სარგებელსა და მოგებას მოუტანდა მის თანამემამულეებს, რადგან საქართველო უსაზღვროდ მდიდარი იყო წიაღისეულითა და ყველა სახის ნედლეულით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50786; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .