საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50788

ფაქტი 50788

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, შესყიდვები მათი მხრიდან განხორციელდებოდა არა ბერლინელი ჩინოვნიკების შუამდგომლობით, არამედ სოლიდური ფირმების მონაწილეობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50788; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .