საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50790

ფაქტი 50790

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები დაეხმარებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ფენებს, რომ ახლო მომავალში მათ მნიშვნელოვნად გაზრდილი ჯამაგირები მიეღოთ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 19 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50790; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .