საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50791

ფაქტი 50791

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები ყოველმხრივ დაეხმარებოდნენ ადგილობრივებს შრომისუნარიანობის ამაღლებაში.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 19 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50791; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .