საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50824

ფაქტი 50824

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას ბაქოში მიუვლენია საგანგებო დელეგაცია, რომელსაც უნდა ეშუამდგომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკისათვის ნავთობისა და მაზუთის გადაცემისა და ბაქოში დარჩენილი ქართველებისათვის დახმარების გაწევის შესახებ. დელეგაციას წევრები იყვნენ: მოსე როსტომის ძე კეჭაყმაძე, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50824; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .