საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50825

ფაქტი 50825

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას ბაქოში მიუვლენია საგანგებო დელეგაცია, რომელსაც უნდა ეშუამდგომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკისათვის ნავთობისა და მაზუთის გადაცემისა და ბაქოში დარჩენილი ქართველებისათვის დახმარების გაწევის შესახებ. დელეგაციას წევრები იყვნენ: კორნეტი გოცირიძე, გენერალი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე, ინჟინრები, ი. ო. დადიანი და ა. კანდელაკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50825; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .