საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 50993

ფაქტი 50993

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 50993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .