საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51018

ფაქტი 51018

1919 წლის 25 დეკემბერს თბილისის ნოტარიუსის, გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანის მიერ რეესტრის N11141 დამოწმებული ხელშეკრულების ძალით, პირადი მინდობილობითა და სავაჭრო წესდების 59-60 მუხლების თანახმად, ძმებმა კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეებმა დააარსეს სავაჭრო სამრეწველო საკომისიო სახლი „ძმური საქმე“, რომლის მიზანი იყო საზღვარგარეთიდან საქონლის შემოტანა, ყიდვა-გაყიდვა და სავაჭრო-სამრეწველო მინდობილობების შესრულება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51018; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .