საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51165

ფაქტი 51165

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ გრიგოლის ძე მირზახანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, ორი ერთსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ფლიგელით და 1060 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა. დავალიანება სულ 9271 მანეთსა და 43 კაპიკს შეადგენდა.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
მფლობელობა
წყარო:
ივერია, 1886 | 21 დეკემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .