საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51173

ფაქტი 51173

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე სამ და ხუთსართულიანი ქვითკირის სახლები სარდაფებითა და საყინულეთი, 267 საჟენი და 4 ¾ არშინი მიწა, რომლებსაც გადასახადის გადაუხდელობის გამო ბანკი ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .