საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5151

ფაქტი 5151

განათლების მინისტრის მოადგილემ ალ. მდივანმა 1918 წლის 17 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს მიმართა შუამდგომლობით უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებისა და ყოფ. სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის მისთვის დათმობის თაობაზე, აღნიშნა, რომ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს მათემატიკურ-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები ემატება, ამიტომ უნივერსიტეტს სასწრაფოდ უნდა დაეთმოს გიმნაზიის შენობა და ის განთავისუფლდეს მფრინავი რაზმისა და ლტოლვილებისგან, თორემ უნივერსიტეტს დადგენილების შესრულების საშუალება არ ექნება, რადგან ლაბორატორიებისა და აუდიტორიებისთვის ადგილი და მოწყობილობა არ აქვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5151; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .