საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51511

ფაქტი 51511

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი თბილისში სინოდის კანტორაში საქმეების მოსაწესრიგებლად წავიდა და იქიდან ისე გამოაძევეს, რომ არც კი ჰკითხეს, რა მიზნით იყო ჩასული. ეს ყველაფერი ანტონ და დავით დუმბაძეების დამსახურებით მოხდა, რადგან მათ იორაიშვილზე სინოდში გაგზავნეს საჩივარი, რომელშიც იგი უზნეო ადამიანად ჰყავდათ მოხსენიებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51511; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .