საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51542

ფაქტი 51542

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გეგმავდა საუკეთესო ქართველი მწერლების გამორჩეული ნაწარმოებები დაებეჭდა. მას სურდა ტექსტებთან ერთად ავტორის ცხოვრების მოკლე აღწერა და მათ მიერ გამოყენებული რთული სიტყვების განმარტებები თან დაერთო კრებულისთვის. კრებულის სახელწოდება იქნებოდა „ქართველი მწერლები, ხელმძღვანელი წიგნი ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისათვის“.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1886 | 18 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51542; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .