საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51586

ფაქტი 51586

1886 წლის 24 მაისს პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი დაკითხეს და მან განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან არზის გადასაცემად მივიდა. იგი არზით რექტორს სთხოვდა გორის სასულიერო სასწავლებლის კურსის მოწმობა მიეცა და ამის შემდეგ რა მოხდა აღარ ახსოვდა, არც ის დაჭრა თუ არა ჩუდეცკი. ხანჯალი უცნობი ოსისგან შეიძინა და მასზე სისხლი საიდან აღმოჩნდა, არ იცოდა. ამის შემდეგ კი ლაღიაშვილმა ჩვენების გაგრძელებაზე უარი თქვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51586; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .