საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51590

ფაქტი 51590

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავის დასთან ეკატერინე მანჟელეისთან ერთად ცდილობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილისაგან დაეცვათ პავლე ჩუდეცკი და დაჭრილი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, თუმცა ლაღიაშვილი ძალით შეიჭრა მათთან, ჩუდეცკიმ ადგილიდან გარიდება სცადა, გავიდა აივანზე, სადაც დაედევნა ლაღიაშვილი და კვლავ თავს დაესხა. მარიამ მანჟელეის სურდა ხანჯლის წართმევა ლაღიაშვილისთვის, თუმცა ხელები დაეჭრა, სწორედ ამ დროს დასახმარელად მასწავლებლები ვიქტორ ლატოცკი და გიორგი ჩეტირკინი მივიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51590; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .