საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51591

ფაქტი 51591

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავისი მეუღლის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იმყოფებოდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი მივიდა და ელოდებოდა რექტორს. მანჟელეიმ ჩუდეცკის გადასცა, რომ მოსწავლე ელოდებოდა და იგი კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიამ მანჟელეის და მის დას ეკატერინე მანჟელეის ჩუდეცკის განწირული ხმა შემოესმათ, გავიდნენ დეკანოზთან და ნახეს თუ როგორ მისდევდა ლაღიაშვილი ჩუდეცკის ხანჯლით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51591; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .