საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51909

ფაქტი 51909

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოტომანთა მთავრობის მისიის მიმართ აღიძრა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა საქონლით დატვირთული ექვსი ვაგონის ტრანზიტის ნებართვას თურქეთის ტერიტორიაზე. ამ საქმის მოსაგვარებლად ერევანში გაემგზავრნენ ამიერკავკასიის კოოპერატივთა საბჭოს თავმჯდომარე ე. ს. დარჩია და საბჭოს თანამშრომელი ა. ი. გრენცი.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 1 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .