საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51961

ფაქტი 51961

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, სოციალისტური იდეალები უკეთ და უფრო სწრაფად განხორციელდებოდა კეთილმოწყობილ სახელმწიფოში, კულტურულ ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს ყურს მიუგდებდნენ. ერთი ნაწილის მეორეზე მუდმივად გადამტერება არ წაადგებოდა საქმეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51961; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .