საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 52079

ფაქტი 52079

1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა კახეთში 192 გვერდიან ხელნაწერს „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა მამისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელთ მოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკის სიკილისაი, რომელი აღწერა ევაგრე ეპოსკოპოსმან, მოწაფემან მისმან” მიაკვლია. ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი იყო, რადგან წმინდა ბაგრატის ასეთი ვრცელი აღწერა არც ბერძნულ სასულიერო მწერლობაში გვხვდებოდა და არც რუსულში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 52079; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .